რუსმა ნუდისტებმა პლიაჟზე არასრულწლოვანის გარშემო იცეკვეს – მომხდარს პოლიცია იძიებს

კო­კტე­ბე­ლის ნუ­დის­ტურ პლაჟ­ზე, ნეპ­ტუ­ნის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, ტუ­რის­ტებ­მა ფლეშ­მო­ბი მო­ა­წყვეს, რა­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მწვა­ვე რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, რომ სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი, მო­ხა­ტუ­ლი სხე­უ­ლე­ბით მა­მა­კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი 8-10 წლის გო­გო­ნას გარ­შე­მო ცეკ­ვა­ვენ.

  • სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ფაქ­ტმა გა­მო­იწ­ვია, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ბავ­შვი იყო ჩარ­თუ­ლი, რაც ბევ­რის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი და ამო­რა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა. ვი­დეო სწრა­ფად გავ­რცელ­და ინ­ტერ­ნეტ­ში და ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ისე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ფე­ო­დო­სი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბამ ინ­ცი­დენ­ტი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­რე­გის­ტრი­რა და უკვე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. პო­ლი­ცია ამ­ჟა­მად მო­ნა­წი­ლე­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ახ­დენს და იკ­ვლევს, მოხ­და თუ არა მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა.

ად­გი­ლობ­რი­ვი იუ­რის­ტი ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­ში პირ­და­პი­რი აკ­რძალ­ვა სრუ­ლად შიშ­ვლად ყოფ­ნა­ზე სა­ჯა­რო პლაჟ­ზე არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა მსგავ­სი ქცე­ვა შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს რო­გორც მცი­რე ხუ­ლიგ­ნო­ბა (მუხ­ლი 20.1 ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ კო­დექსში), რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვას და აშ­კა­რა უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სას­ჯე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს 500-დან 1000 რუბ­ლამ­დე ჯა­რი­მა ან 15-დღემ­დე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­კა­ვე­ბა.

უფრო მკაც­რი სან­ქცი­ე­ბი – 30 000-დან 100 000 რუბ­ლამ­დე ჯა­რი­მა – შე­იძ­ლე­ბა და­ე­კის­როთ მო­ნა­წი­ლე­ებს, თუ მსგავ­სი ში­ნა­არ­სის ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­სდე­ბა და მისი ში­ნა­არ­სი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მო­რალს და ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას აზი­ა­ნებს.

შემ­თხვე­ვა მოხ­და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ყი­რიმ­ში, ფე­ო­დო­სი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე კო­კტე­ბე­ლის ნუ­დის­ტურ პლაჟ­ზე, სა­დაც ნეპ­ტუ­ნის დღე ტრა­დი­ცი­უ­ლად სხე­უ­ლის მო­ხატ­ვი­თა და ცეკ­ვე­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა. ამ­ჯე­რად კი, ბავ­შვთან ერ­თად შეს­რუ­ლე­ბულ­მა სცე­ნამ რუ­სე­ბი აღაშ­ფო­თა.

წყარო