პუტინი-ტრამპის შეხვედრის ამსახველ ფოტოებზე ჩანს დოკუმენტების სქელი დასტა, რომელიც ალასკაზე პუტინმა ჩაიტანა. უკრაინული მედია წერს, რომ ეს, სავარაუდოდ, სპეციალურად რუსეთის მიერ მოძიებული „ისტორიული მასალებია“, რომლებიც პუტინმა მოამზადა ტრამპის დასარწმუნებლად, რომ უკრაინა, „ხელოვნური სახელმწიფოა“ და არსებობის უფლება საერთოდ არ აქვს
დღეს კრემლის პრესსპიკერმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ალასკისკენ მიმავალ გზაზე დოკუმენტებზე მუშაობდა
პუტინისა და ტრამპის შეხვედრა ანკორიჯის სამხედრო ბაზაზე უკვე თითქმის 2 საათია, მიმდინარეობს და მას პრეზიდენტებთან ერთად ამერიკელი და რუსი მაღალჩინოსნებიც ესწრებიან
