Телеканал Дождь: ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებები დასრულდა (ვიდეო)

კრემლის ინფორმაციით, ალასკაში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ვიწრო ფორმატის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა სამი-სამზე ფორმატში ჩატარდა და დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა.

ტრამპთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ -ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. პუტინის გვერდით კი იყვნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი.

მანამდე ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ანკორიჯში მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შეხვდნენ. თვითმფრინავებიდან გამოსვლის შემდეგ ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. აეროდრომიდან ტრამპი და პუტინი ერთი ავტომობილით გაემგზავრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას