კოტე კემულარია: ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც 31 აგვისტო არის გამოცხადებული “დედლაინად”… მერე შვებულებები მთავრდება და გადაწყვეტილებების მიღების დროც დადგება!!!!

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:

ალასკის შეხვედრის მიმართ კრემლისტური მედიის დიდი ოპტიმიზმისგან განსხვავებით—
დასავლური პრესა “პოლიტთამაშების” მოყვარული პუტინის რეალური რისკის წინაშე დგომაზე საუბრობს…
ყველა დიდი გამოცემა ამახვილებს ყურადღებას
ტრამპის ღია მუქარაზე: “თუ ალასკაში პუტინი არ დათანხმდება ომის შეწყვეტას, ის ამერიკის
მხრიდან სერიოზული შედეგების წინაშე
დადგებაო”!!!
ტრამპი იმიტომაც დათანხმდა პუტინის თხოვნას პირისპირ შეხვედრაზე რომ, ის არაფერს რისკავს…
პუტინისთვის აშკარა საფრთხე კი იმაში მდგომარეობს რომ, ომი მისი დაწყებულია და ტრამპი ბუნებრივად ითხოვს მისგან ცეცხლის შეწყვეტას…ომის შეჩერება კონფლიქტის გაყინვას ნიშნავს, რაც პუტინს კატეგორიულად არ აწყობს…ტრამპმა ეს კარგად იცის…
აქამდე თუ უიტკოფისთვის შეიძლებოდა დაბრალება—“კარგად ვერ მიიტანა ტრამპამდე
პუტინის პოზიციაო”—ახლა პირისპირ ეყოლება
ხისტი ტრამპი!!!
ხაფანგი სწორედ ეს შეიძლება იყოს!!!
ტრამპმა გუშინ, პირდაპირ უთხრა ევროპელ ლიდერებს: “პირველ შეხვედრაზე მხოლოდ ომის გაჩერებაზე იქნება საუბარი…ტერიტორიებზე საუბარი იქნება მხოლოდ მეორე შეხვედრაზე, სადაც ზელენსკიც იქნებაო!!! თუმცა—მეორე შეხვედრა შედგება მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ პუტინი ომის შეჩერებაზე იქნება თანახმაო”!!!
პუტინისგან იქნება “ბიზნეს-შეთავაზება” იშვიათ მეტალებზე, არქტიკაზე, კოსმოსში თანამშრომლობაზე, თუმცა—ტრამპმა უკვე თქვა:
“ეს ყველაფერი ომის გაჩერების შემთხვევაშიო”!!!
ჩინეთთან დარეგულირების გადაუდებელი აუცილებლობა, ნობელის პრემიასთან დაკავშირებით ტრამპის
გეგმები —აჩქარებს პუტინის ომის შეწყვეტაზე
დათანხმების ვადებს…სწორედ ამიტომ გაუსვა ხაზი
ტრამპმა-მეორე შეხვედრის (თუ ასეთი შედგება?!)დაუყონებლივ გამართვის აუცილებლობას!!!
ტრამპის სიხისტეც და სიჩქარეც—ასევე ძალიად მძიმედ აისახა სახელმწიფო დეპარტამენტის
22 გვერდიან ანგარიშში—საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შესახებ!!!
“არაობიექტური არისო”-ვოლსკიმ?!?!
ვის აბრალებს ვოლსკი “არაობიექტურობას???
ობიექტური ანგარიშისთვის, ტრამპის ფავორიტი ჯო ვილსონი-მეგობარი” აქტის ავტორი, პირადად პრეზიდენტს
უხდის მადლობას
ამ ანგარი – ამერიკის სახელით- ხელს აწერს აშშ საგარეო უწყების ხელმძღვანელი და ასევე, უშიშროების საბჭოს მდივანი—მარკო რ უ ბ ი ო !!!
ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც 31 აგვისტო არის გამოცხადებული “დედლაინად”…მერე შვებულებები მთავრდება და გადაწყვეტილებების მიღების დროც დადგება!!!!

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს