მედია: ჩაძირვა დაიწყო რუსეთის გემმა, რომელზეც უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა

მედიაში გავრცელებული სურათებიდან ჩანს, რომ ჩაძირვა დაიწყო რუსეთის გემმა, რომელზეც უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფმა 14 აგვისტოს უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, “გემი Port Olya-4 შაჰედების სათადარიგო ნაწილებითა და ირანიდან შემოსული საბრძოლო მასალებით იყო დატვირთული”.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა დაწერა, რომ გასაკვირი არ უნდა იყოს იმ გემის ჩაძირვა, რომელსაც რუსეთისთვის დრონები და იარაღის კომპონენტები გადააქვს.

“თუ არსებობს მზადყოფნა იმ იარაღების კომპონენტებისა და დრონების ტრანსპორტირებაზე, რომლებიც უკრაინელებს კლავს, მაშინ არ უნდა გაგიკვირდეთ, როცა ტრანსპორტი ჩაძირვას დაიწყებს.” – დაწერა ერმაკმა X-ზე და ჩაძირვის პროცესში მყოფი გემის სურათიც გამოაქვეყნა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე