აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი სოციალური ქსელით Truth Social დაწერა, რომ “შესანიშნავი” საუბარი ჰქონდა ბელარუსის ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან – რომელსაც ტრამპი “ღრმა პატივცემულ პრეზიდენტად” მოიხსენიებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საუბრის თემა იყო 1300 ბელარუსი პოლიტპატიმრის გათავისუფლება.
“შესანიშნავი საუბარი მქონდა ბელარუსის ღრმად პატივცემულ პრეზიდენტთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან. ზარის მიზანი იყო მისთვის მადლობის თქმა 16 პატიმრის გათავისუფლებისთვის. ჩვენ ასევე განვიხილავთ დარჩენილი 1300 პატიმრის გათავისუფლებას. ეს იყო ძალიან კარგი საუბარი. ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის [რუსეთის] პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი ალასკაში. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ლუკაშენკასთან შეხვედრას მომავალში” – წერს ტრამპი.
ტრამპი და პუტინი პარასკევს ხვდებიან ალასკაში, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე სალაპარაკოდ. ბელარუსი ამ ომში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგულ მოკავშირედ რჩება.
ლუკაშენკას ოფისი ტელეგრამით წერს, რომ ბელარუსის ლიდერმა ტრამპი ოჯახთან ერთად მინსკში დაპატიჟა.
ივნისში, აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელს, კით კელოგსა და ლუკაშენკას შორის შემდგარი შეხვედრის შემდეგ ბელარუსმა მოულოდნელად გაათავისუფლა 14 პატიმარი, მათ შორის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სიარჰეი ციხანოუსკი და უცხოეთის მოქალაქეები. მანამდე, თებერვალში გაათავისუფლეს სამი დაკავებული პირი, მათ შორის აშშ-ის მოქალაქე.
ფორუმი
