დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა მინიმუმ, 6-7 საათს გაგრძელდება

კრემლის ინფორმაციით, ალასკაში -ის პრეზიდენტ სა და ს პრეზიდენტ ს შეხვედრა მინიმუმ, 6-7 საათს გაგრძელდება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, თავიდან საუბარი ერთი-ერთზე ფორმატში შედგება, თანაშემწეების მონაწილეობით, შემდეგ კი მოლაპარაკებები გაგრძელდება დელეგაციების შემადგენლობით, სამუშაო ლანჩის ფორმატში, ამის შემდეგ კი ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ცნობისთვის, ტრამპმა 14 აგვისტოს განაცხადა, რომ პუტინთან მისი შეხვედრა თუ ცუდად წარიმართება, ის ძალიან სწრაფად დასრულდება.