სანქტ-პეტერბურგიდან დროებით ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა – bm.ge

სანქტ-პეტერბურგიდან დროებით ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა – bm.ge
გუშინ, 14 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტიდან დროებით ოკუპირებული ს სოხუმის აეროპორტში პირველად შესრულდა პირდაპირი ფრენა.
რეისს სანქცირებული ავიაკომპანია iFly ახორციელებდა Airbus A330-ით.
მომდევნო პირდაპირი რეისი 20 აგვისტოსაა დაგეგმილი და შემდეგ ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი აცხადებს, რომ რეისი „მნიშვნელოვანია სანქტ-პეტერბურგისა და აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის“ და შესრულდა ს პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, სოხუმთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღსადგენად.
14 აგვისტოს ბილეთის ფასი დაახლოებით 20 ათასი რუბლი (250 დოლარი) იყო, ხოლო 20 აგვისტოს ფრენაზე ბილეთი 30 ათას რუბლს (375 დოლარს) შეადგენს.
შეგახსენებთ, სოხუმის აეროპორტი 32-წლიანი პაუზის შემდეგ რუსული მხარის რეკონსტრუქციის შედეგად 2025 წლის 1 მაისს გაიხსნა. ქართულმა მხარემ სოხუმის აეროპორტის გახსნას შემაშფოთებელი უწოდა და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის და ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად.
bm.ge