უკრაინის კუნძულ ზმეინისთან შესაძლოა ჩამოვარდა რუსეთის გამანადგურებელი Su-30SM

14 აგვისტოს, საღამოს, ჯერ ომის მომხრე რუსული სოციალური არხებით და შემდეგ უკრაინის სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია კავშირის დაკარგვაზე ორადგილიან გამანადგურებელ Su-30SM-თან, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ავიაციას ეკუთვნის.
კავშირი დაიკარგა უკრაინის კუნძულ ზმეინისთან ახლოს – ეს კუნძული საერთაშორისოდ გახდა ცნობილი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალე.
Su-30SM-თან კავშირის დაკარგვიდან საათების გასვლის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ბლოგერები და არხები წერდნენ, რომ თვითმფრინავი ან ჩამოაგდეს, ან ტექნიკური მიზეზებით განიცადა კატასტროფა, ხოლო პილოტები დაიღუპნენ. ზღვის ზედაპირზე აღმოჩენილია გამანადგურებლის ნამსხვრევები. ამ წყაროთა ცნობებით, ეკიპაჟის ძებნის ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე