დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ალასკაში გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი, ს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ალასკაში გაემგზავრა.
CNN-ის ინფორმაციით, Air Force Once-ის თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც დონალდ ტრამპი იმყოფება, ალასკისკენ აიღო გეზი.
მანამდე თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპთან ერთად ალასკაში 16 ოფიციალური პირი გაემგზავრებოდა.
თეთრი სახლის ცნობით, აღნიშნულ პირებს შორის არიან: სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, თეთრი სახლის პრესსპიკერი კაროლინ ლივიტი და -ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
რაც შეეხება რუსეთის დელეგაციას, მისი წევრები, ს გარდა, იქნებიან : რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი , რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი.
ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს დღეს, ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე თბილისის დროით 23:30 საათზე შეხვდებიან. თავდაპირველად ისინი პირისპირ, შემდეგ დელეგაციების მონაწილეობით ისაუბრებენ.