ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი
თედო აბრამოვის ადვოკატმა ინგა ჯაბანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა:
„საქმეში მტკიცებულებები არ იყო, 8 თვის განმავლობაში ამას ვლაპარაკობდით. თეოდორე აბრამოვს თავიდანვე, რა ვერსიაც ჰქონდა, მის დასადასტურებლად არაერთი მტკიცებულება წარვადგინეთ. თეოდორე აბრამოვი თავიდანვე ამბობდა, რომ მისი უფლებები იყო შელახული, ჩხრეკა კანონდარღვევით ჩაუტარდა, არ არსებობდა არანაირი სტანდარტი არც ბრალის წაყენების და მით უმეტეს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. არ არსებობდა ნეიტრალური მტკიცებულება, ვიდო-გადაღება, მაშინ, როდესაც პოლიციის თანამშრომლებს ამის საშუალება ჰქონდათ. ეს გამოიკვეთა სასამართლოს განხილვების დროს. გულწრფელად გეტყვით, რომ მე ველოდი ამ გადაწყვეტილებას იქიდან გამომდინარე, რომ სიახლის სამართლის საქმის მასალები რეალურად იყო გაყალბებული! ჩვენც, რა თქმა უნდა, ანალიზი შეგვიძლია და ამ საქმის ანალიზიდან გამომდინარე დარღვევები იყო, სამართალდამცავების მხრიდან ცრუ ჩვენების მიცემა გამოიკვეთა სასამართლოში, ანუ ფაქტები იყო ერთმანეთის საწინააღმდეგო და ვვარაუდობდით, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიეღო სასამართლოს და კარგია, რომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება“
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და აბრამოვი დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლის განმარტებით, სამართალდამცველებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეო გადაღება, ნეიტრალური მომწე წარმოედგინათ საქმეში, რაც ეჭვგარეშე გახდიდა საქმეს და ბრალდებულის ჩხრეკის მიმართ ნდობა ყოფილიყო.
შეგახსენებთ, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.
