მეცნიერებმა გამოცდების ჩასაბარებლად საუკეთესო დრო დაადგინეს

იტალიელმა და გერმანელმა მკვლევრებმა გამოცდების ჩასაბარებლად საუკეთესო დრო დაადგინეს. იტალიაში 100 000 გამოცდის შედეგების ანალიზის შემდეგ, მათ დაასკვნეს, რომ კარგი შეფასების მიღების ყველაზე დიდი შანსი 11:00-დან 13:00 საათამდე პერიოდშია – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ცირკადული რიტმები შესაძლოა ხსნიდეს, რატომ იჭრებოდნენ იტალიური უნივერსიტეტების სტუდენტები უფრო მეტად დილით ადრე ან გვიან საღამოსთვის დაგეგმილ გამოცდებზე. კოგნიტიური შესაძლებლობები უმჯობესდება დილით და უარესდება საღამოს. ამან შეიძლება შეამციროს კონცენტრაცია, რაც უარყოფითად მოქმედებს ტესტის შედეგებზე.
გარდა ამისა, საღამოს გამოცდების შედეგებზე გავლენას ახდენს მასწავლებლების დაღლილობა დღის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებებით, რაც უფრო მკაცრ შეფასებას იწვევს.