“ჩვენ ერთად ვდგავართ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე” – საბერძნეთში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება. ისრაელ-“ჰამასის” ომის დაწყების შემდეგ, ეს ენტონი ბლინკენის რიგით მეოთხე ვიზიტია. მედიის ცნობით, ვიზიტი მიზნად ისახავს დაძაბულობის განმუხტვას ისრაელსა და “ჰამასს” შორის.
ვიზიტის ფარგლებში კუნძულ კრეტაზე ჩავიდა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მან ხაზი გაუსვა საბერძნეთის მტკიცე ალიანსის მნიშვნელობას ვაშინგტონთან.
“ჩვენ ერთად ვდგავართ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე. აქ იგულისხმება უკრაინის მხარდაჭერა, ხმელთაშუა ზღვაში მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. ამ საკითხების გადაწყვეტას დიდი ძალისხმევა ჭირდება. თქვენი ხმა, თქვენი შეხედულებები, თქვენი რჩევა, თქვენი პარტნიორობა, ბევრს ნიშნავს შეერთებული შტატებისთვის,” – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
საბერძნეთის პრემიერმა კი თქვა, რომ ორ ქვეყანას შეუძლია პრობლემურ რეგიონში უსაფრთხოების დასაცავად ერთად იმუშაოს.
“ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში საუკეთესო პერიოდია. რთულია ვითარება რეგიონისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოკავშირეებთან ერთად, ვიმოქმედოთ რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად,” – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება