რუსეთის ქალაქ კურსკზე დრონებით შეტევა იყო, ხელისუფლება მსხვერპლის შესახებ იუწყება

რუსეთის ქალაქ კურსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას 1 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა. ამის შესახებ ს საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა და საქმე „ტერაქტის“ მუხლით აღძრა.
რეგიონის ხელისუფლების თანახმად, დღეს, 15 აგვისტოს ქალაქ კურსკის ჟელეზნოდოროჟნის რაიონში მდებარე სახლს უკრაინული დრონი მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარმა მოიცვა ოთხი ზედა სართული, აფეთქების ტალღამ კი მეზობელი სახლების და სკოლის ფანჯრები ჩაამსხვრია.
კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ ხინშტეინის ინფორმაციით, დაღუპულია 45 წლის ქალი, დაჭრილებს შორის კი ერთი ბავშვია.
ს კურსკის საცხოვრებელ კორპუსზე დრონით დარტყმის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო – რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობები ორივე მხრიდანაა საჭირო – ეს ადვილი არ არის და შესაძლოა სამართლიანიც კი არ იყოს