აშშ-ის ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, სადაც აშშ-სა და რუსეთის ლიდერების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უნდა გაიმართოს, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, – ინფორმაციას უკრაინული მედია აქციის ორგანიზატორების ვებგვერდზე, Stund Up Alsaka-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დროშებითა და უკრაინის მხარდამჭერი ბანერებით დაახლოებით ათასი ადამიანი შეიკრიბა.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით : „პუტინ, წადი სახლში და ჯოჯოხეთში“, „გაათავისუფლე უკრაინა“, „უკრაინა და ალასკა აღარ იქნება რუსეთი“, „გაეთრიე უკრაინიდან“ და სხვა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას წარუმატებლობის 25%-იანი შანსი აქვს. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი შეთანხმების მიღწევას აპირებს
