GCCA-მ მომხმარებლის სასარგებლოდ შპს ,,ტოიოტა ცენტრი თბილისთან’’ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

GCCA-მ მომხმარებლის სასარგებლოდ შპს ,,ტოიოტა ცენტრი თბილისთან’’ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ავტომომსახურების სექტორში, შპს ,,ტოიოტა ცენტრი თბილისთან’’ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.
კერძოდ, GCCA-ს და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
– გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
– შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად;
– უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტში განთავსებულ საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი ფასისა და ერთეულის ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;
– მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები და სხვა.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა – სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტოსთან გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც კომპანიას ევალება თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს.