უკრაინული მედია – რუსებმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტიეს – „ისკანდერის“ ორმა რაკეტამ და 34-მა დრონმა სამიზნეებს მიაღწიეს

რუსებმა ს „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით და 97 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა ორი მესამედი გაანადგურეს, თუმცა 34-მა სამიზნეებს მიაღწია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მოწინააღმდეგის კუთვნილი 63 დრონი ჩამოაგდეს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმები 13 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
უპილოტო საფრენმა აპარატებმა ხარკოვის, სუმის, დონეცკისა და ჩერნიგოვის ოლქების ფრონტის ხაზის ტერიტორიებს დაარტყეს, ხოლო რაკეტებით ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქები დაიბომბა.