კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა ექსტრემალურმა სიცხეებმა ტროპიკული ფრინველების პოპულაცია შეამცირა – კვლევა
მეცნიერები აფრთხილებენ, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა ექსტრემალურმა სიცხეებმა ტროპიკული ფრინველების პოპულაცია 1950-იანი წლებიდან 38 პროცენტით შეამცირა.
ჟურნალ „Nature Ecology and Evolution“-ში გამოქვეყნებულმა ამ ტიპის პირველმა ანალიზმა გამოიყენა დაკვირვებული მონაცემები და მოდელები, რათა დაედგინა კლიმატის ცვლილების გავლენა ფრინველთა პოპულაციებზე მთელ მსოფლიოში.
გლობალური დათბობის გარეშე არსებულ სამყაროსთან შედარებით, აღმოჩნდა, რომ ექსტრემალური სიცხის ზრდამ ტროპიკული ფრინველების პოპულაცია 1950-დან 2020 წლამდე პერიოდში, 25-დან 38 პროცენტამდე შეამცირა.
ეს „განსაცვიფრებელი კლებაა“, ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი მაქსიმილიან კოცი, რომელიც პოტსდამის კლიმატის ზემოქმედების კვლევის ინსტიტუტის (PIK) მოწვეული მკვლევარი და ბარსელონას სუპერკომპიუტერული ცენტრის (BSC) მკვლევარია.
ვრცლად euronews – ზე
