მედია: სალომე გოგიაშვილი ჩანაწერს აქვეყნებს: “უმანკო ლიანა ჟღენტის ქალიშვილის, ქეთი ჟღენტის ზარი. ზეწოლა გრძელდება!”

“ყოფილი მოდელის, უმანკო ლიანა ჟღენტის ქალიშვილის, ქეთი ჟღენტის ზარი. ზეწოლა გრძელდება! დედა ნახე… შვილი ნახე… უკომენტაროდ!” – წერს სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ჩანაწერის მცირე მონაკვეთს, რომელსაც ჩვენ, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ გიზიარებთ.

ჩანაწერი, სადაც ლიკა შენგელიას ქალიშვილის, ქეთი ჟღენტისა და ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილის სატელეფონო საუბრის მცირე მონაკვეთია, შეიცავს უწმაწურ სიტყვებსა და მუქარას.

სალომე გოგიაშვილი და ლიკა შენგელია 

ყოფილი მოდელს, ლიკა შენგელიასა და ტელეწამყვან სალომე გოგიშვილს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ ბოლო ორი დღეა, ქართული მედია აქტიურად წერს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილებისა თუ ვიდეოების მეშვეობით, მათ ამ კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრეს და ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილი ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი.

ვრცლად