4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაცია დასრულდა, არჩევნებში 14 პარტია მიიღებს მონაწილეობას

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციამ განიხილა ყველა წარდგენილი განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია. შედეგად, 14 პარტიაა რეგისტრირებული, რომელთაც მიენიჭათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ცესკო-ს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 17-მა პარტიამ მიმართა. მათგან სამს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან მათ ვერ დააკმაყოფილეს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების, მაჟორიტარი და მერობის კანდიდატების წარდგენას, რომელსაც პარტია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგენს (არაუგვიანეს 4 სექტემბრისა), რის შემდგომაც დაიწყება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებისა და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი.
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიების ჩამონათვალი საარჩევნო ნომრის მიხედვით:
„კონსერვატორები საქართველოსთვის“ (3), „მამული, ენა, სარწმუნოება“ (1), „სახალხო ხელისუფლება“ (14), „ძლიერი საქართველო-ლელო“ (9), „გახარია საქართველოსთვის“ (25), „ქართული ოცნება“ (41), „გირჩი“ (36), „საქართველო“ (11), „მემარცხენე ალიანსი“ (10), „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (8), „ქართველ ერთობა“ (4), „მწვანეთა პარტია“ (12), „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ (5), „თავისუფალი საქართველო“ (7).

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია