ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი, ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი, ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ს ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
საშობაო ლიტურგიას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი ესწრება.
აღსანიშნავია, რომ საშობაო დღესასწაულის აღნიშვნამდე მომლოცველები 40-დღიან მარხვაში იმყოფებიან.
ქრისტე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა აჭარის ყველა მოქმედ ტაძარში მიმდინარეობს.
7 იანვარს, 12:00 საათიდან, ალილოს მსვლელობა ბათუმსა და ქობულეთში გაიმართება. მომლოცველები მსვლელობას საკათედრო ტაძრის ეზოდან დაიწყებენ.

ასევე დაგაინტერესებთ