ადვოკატი – გვაქვს გამოძიებასთან მოთხოვნა, ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმესთან ოთარ ფარცხალაძის სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებობს

ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და მოკლულ ლევან ჯანგველაძეს გარკვეული გაუგებრობები და დაპირისპირება ჰქონდათ.
როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა, გამოძიების დეტალებიდან გამომდინარე დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ დაპირისპირება გავლენებსა და ბიზნეს საქმიანობას უკავშირდებოდა.
ადვოკატი მოითხოვს, ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ყველა იმ კითხვებს გაეცეს პასუხი, რაც ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებობს.
„ნამდვილად მაქვს ლევან ჯანგველაძის ოჯახისგან ინფორმაცია. გარკვეული დაპირისპირების და გადაკვეთასთან დაკავშირებით. დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. დაპირისპირება ბიზნეს საქმიანობასა და გავლენებს უკავშირებდე.
ჩვენ გვაქვს გამოძიებასთან მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ყველა იმ კითხვებს გაეცეს პასუხი , რაც ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით არსებობს.
ბრალდების მხარე თავად აცხადებს, რომ ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფმა პირმა შეუკვეთა პირებს მკვლელობის ორგანიზება. ვინ არის ის პირი, ვინც დაპირისპირებაში იყო ლევან ჯანგველაძესთან, ამის გარკვევა გვსურს. ხომ არ არის ეს პირი ოთარ ფარცხალაძე და თუ არის ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც გვჭირდება. გამოძიებამ ამ ვერსიაზე აქტიურად უნდა იმუშაოს“,- განაცხადა ადვოკატმა.