უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი – საქართველო 94:89

ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ისევ ვერ დაეხმარა შენგელია, გასვლაზე პოლონეთთან 89:94 დამარცხდა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოლდუინი, კორსანტია, ჯინჭარაძე, მამუკელაშვილი, ბითაძე. ამჯერად ქართველი კალათბურთელები შეტევაში უკეთ მოქმედებდნენ და პირველი მეოთხედი 26:25, პირველი ტაიმი კი 51:43 მოიგეს. ძალიან აგრესიულად თამაშობდნენ ჩვენი მაღლები, რომელთა შორის ბითაძე გამოირჩეოდა.
დიდი შესვენების შემდეგ მასპინძლებმა დაწინაურება მოახერხეს, თან ბითაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო, ჯიკიჩმა მოედნიდან გაიყვანა, თამაში ქულა ქულაში წავიდა და დასკვნითი პერიოდის წინ ტაბლოზე 68:66 დაფიქსირდა. ბოლო მეოთხედიც დაძაბული გამოვიდა, აქტიურმა ანდრონიკაშვილმა ტრავმის გამო დატოვა პარკეტი, ბოლოს შეცდომები დავუშვით და მარცხი განვიცადეთ.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის წინ ბოლო სპარინგს უკვე შენგელიასთან ერთად 19 აგვისტოს ჩეხეთთან გამართავს.
შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით – საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა
იურმალადან კაუნასში ჩასულმა ნაკრებმა “კაუნო არენაზე” ივარჯიშა
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა – GBF.GE სიტუაციას განმარტავს
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას “ბაიერნში” გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით – საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა