Swiss Re-მ პირველ ნახევარში წმინდა მოგება 24%-ით გაზარდა

შვეიცარიულმა გადაზღვევის კომპანია Swiss Re AG-მ, რომელიც ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, წლის პირველ ნახევარში წმინდა მოგება 24%-ით გაზარდა, რამაც ბაზრის მოლოდინს გადააჭარბა.
2025 წლის იანვარ-ივნისში კომპანიის წმინდა მოგებამ 2.61 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 2.01 მილიარდ დოლართან შედარებით.
ანალიტიკოსები, რომელთა კონსენსუსის პროგნოზიც Reuters–ს მოჰყავს, მოგებას 2.47 მილიარდი დოლარის ოდენობით ელოდნენ.
ვრცლად interfax – ზე