“ნეტავ ქუჩაში ცხოვრება შემეძლოს” – მბაპეს უცნაური ნატვრა

“პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავმა კილიან მბაპემ L’Equipe-თან ინტერვიუში საკუთარი სურვილის შესახებ ისაუბრა.
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ორ დღეს ქუჩაში დიდი სიამოვნებით გაატარებდა.
“დიდ ფულს გადავიხდიდი, რომ პურის საყიდლად გარეთ გასვლა შემეძლოს. ის, რაც ადამიანებისთვის ნორმალურია, დღესდღეობით ჩემთვის წარმოუდგენლად ითვლება.
რას გავაკეთებდი ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს? – ორ დღეს აუცილებლად ქუჩაში გავატარებდი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ადამიანად ყოფნის შეგრძნება დავკარგე”, – განაცხადა მბაპემ.
შეგახსენებთ, 25 წლის შემტევი პარიზულ კლუბში ყოველწლიურად 72 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში