ირანში ეროვნული ვალუტის დენომინაციის პროექტი მიიღეს

ირანის მთავრობამ ეროვნული ვალუტის დენომინაციის ახალი პროექტი დაამტკიცა, რომელიც ოთხი ნულის ამოღებას ითვალისწინებს,- ამის შესახებ 12 აგვისტოს თეირანში გამართულ ბრიფინგზე ირანის მთავრობის პრესმდივანმა ფათიმა მოჰაჯერანმა განაცხადა.
მისი თქმით, 2007 წლიდან ქვეყანაში სხვადასხვა ნაბიჯი იდგმევა დენომინაციის მიმართულებით, ამასთანა ირანი ცდილობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც გაიზიაროს. მოჰაჯერანმა აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, ცენტრალური ბანკის გენერალური დირექტორის, მოჰამად რეზა ფარზის მონაწილეობით, შესაბამისი დავალებები პროექტის განხორციელებაზე უკვე გაიცა.
პროექტის მიხედვით, ერთი ახალი რიალი იქნება 10 000 ამჟამინდელი რიალის ტოლფასი იქნება და 100 ქერანად გაიყოფა. გარდამავალი პერიოდში ძველი და ახალი ვალუტა ერთდროულად იქნება მიმოქცევაში. მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ნფლაციის გამო ეროვნული ვალუტა პრაქტიკულად უსარგებლო გახდა.