კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს

არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, ლევიტმა უპასუხა, რომ „პრეზიდენტს უამრავი ინსტრუმენტი აქვს, რომლის გამოყენებაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია“.
„თუმცა, ის ყოველთვის ამბობს, რომ ამ ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს. სწორედ ამას შეეცდება ხვალ. რა თქმა უნდა, არსებობს სანქციები და სხვა ზომები, რომელთა გამოყენებაც პრეზიდენტს შეუძლია, თუ ამის საჭიროება იქნება და არა იმიტომ, რომ ეს სურს“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე