რუსეთმა და უკრაინამ 84-84 ტყვე გაცვალეს

სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის საკითხების უკრაინული საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, სამხედრო ტყვეების გაცვლის შედეგად ხუთშაბათს ში დაბრუნდა 33 სამხედრო და 51 სამოქალაქო პირი.
„დღევანდელი გაცვლის თავისებურება არის ის, რომ მოხერხდა უკრაინის იმ სამოქალაქო პირებისა და სამხედროების განთავისუფლება, რომლებიც ჯერ კიდევ სრულმასშტაბიან შეჭრამდე იყვნენ დაკავებული დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მისჯილი ჰქონდათ ხანგრძლივი პატიმრობა – 10-დან 18 წლამდე. ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა ტყვეობაში გაატარა 4013 დღე – ის ჯერ კიდევ 2014 წელს იყო მონად ქცეული დონეცკის ოლქში,“ იტყობინება სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბი.
უკრაინის პრეზიდენტ ს თქმით, დაბრუნებულთაგან თითქმის ყველას ესაჭიროება „სამედიცინო დახმარება, მნიშვნელოვანი რეაბილიტაცია“.
როგორც ს თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა ადრე, ხუთშაბათს ტყვეების გაცვლის ფარგლებში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან დაიბრუნა 84 სამხედრო მოსამსახურე და უკრაინას გადასცა უკრაინის შეიარაღებული ძალების 84 სამხედრო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან