ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილა

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილა.
„გუშინ, ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად, დღეს კი ორმხრივ ფორმატში, ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის მოლოდინები განვიხილეთ. ასევე, დეტალურად განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები, რაც შეიძლება მდგრადი მშვიდობის ჭეშმარიტი საფუძველი გახდეს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთზე ზეწოლას წარმატებით განახორციელებს, რათა მან მკვლელობები შეწყვიტოს და ნამდვილ დიპლომატიაში ჩაერთოს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისა და დრონების წარმოების მხარდამჭერი პროგრამები განიხილა.
„დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხი იყო დრონების წარმოებაში ინვესტიციების ჩადება. წარმოების გასაზრდელად მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს და ამისთვის დაფინანსება გვჭირდება. ამ საკითხზე დიდ ბრიტანეთთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან ვთანამშრომლობთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.