აი, ფაქტი: 16 მილიონი ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი ფულით გამოკვებილი რუსული ბიზნესი

ავტორები: მანანა ღოღობერიძე, თამუნა ქიმაძე და შორენა ლაღაძე

ს ა/რ-ის მთავრობამ დევნილებისთვის 101 კილოგრამი რუსული ტკბილეული იყიდა, რაშიც 1 746 ლარი გადაიხადა. “ოზერას”, “ზაგორსკაიას”, “იარჩეს” და “მუ-მუიკას” კანფეტები 2024 წლის იანვარში შეიძინეს შპს “კადევე საქართველოსგან”, რომელიც ციმბირში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება “კადევეს” ეკუთვნის. მისი ერთ-ერთი მფლობელი კი უკრაინის მიერ სანქცირებული რუსი ბიზნესმენი, დენის შტენგელოვია.

ეს არ ყოფილა არც გამონაკლისი, არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა, როცა სახელმწიფო ბიუჯეტით, ანუ ჩვენი ყველას ფულით ს მოქალაქეებმა იხეირეს.

ჩვენ გადავამოწმეთ ბოლო 10 წელში საქართველოში რეგისტრირებული 5 000-ზე მეტი რუსული კომპანია და გამოვავლინეთ, რომ სახელმწიფო შესყიდვებში 43 მათგანი იმარჯვებს.

ქართულ საჯარო უწყებებს მათგან მომსახურების შესყიდვა არც ში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მორიდებიათ – მხოლოდ 2022-2025 წლებში რუსებს 16 მილიონი ლარის ღირებულების 379 ხელშეკრულება გაუფორმეს.

აქედან 6 მილიონი ლარი იმ კომპანიებისაა, რომლებიც ქართულ რეესტრში 2022 წლის თებერვლის შემდეგ დარეგისტრირდნენ. ანუ, ეს ის ხალხია, საქართველოში ბიზნესსაქმიანობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რომ მოისურვეს.

ეს იმ ფონზე, როცა საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ცდილობს, რუსულ ბიზნესს არ ასარგებლოს – არ შევიდეს რუსების კაფეებსა და ბარებში, არ გაათიოს ღამე რუსების სასტუმროში, არ იყიდოს ოკუპანტ ქვეყანაში წარმოებული სურსათი, თუნდაც, დაბალი ფასის ხათრით. მეტიც, ომის პირველივე კვირაში შეიქმნა ქართველის მიერ შექმნილი აპლიკაცია – რუსული პროდუქტის ამომცნობი სკანერი. მოქალაქეები მარკეტებში შტრიხ-კოდებს ამოწმებენ და ერთმანეთს სოციალური ქსელებითაც აფრთხილებენ, რუსების ყოფილა, არ გაეკაროთო.

“არც რუსულ პროდუქტს ვყიდულობ, არც რუსულ ტაქსს ვიძახებ და არც ბინას ვაქირავებ რუსებზე. შეიძლება ვინმემ თქვას, მაგით რას უშველიო, თუმცა ჩემს სინდისთან ვარ მართალი”;

“მარტივი არაა არჩევანის გაკეთება, რადგან უმეტესობა პროდუქტი რუსულია, თან ყველაზე დაბალ ფასში და ყველაზე დიდი აქციებით. ბევრ ჩვენთვის საყვარელ პროდუქტზე ვთქვით უარი. დაწერენ აქ – ხორბალი რუსეთიდანაა, გაზი რუსეთიდანააო. ვიცით, ბატონო, მაგრამ რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ”,- წერდნენ მოქალაქეები 2024 წლის დეკემბერში, სოციალურ ქსელში.

“რაც შეეძლო, ის გააკეთა” საქართველოს მთავრობამაც – რუსეთის მოქალაქეებს ტენდერებშიც გაამარჯვებინა და უკონკურსოდ, გამარტივებული შესყიდვითაც გაუფორმა 2,5 მილიონი ლარის ხელშეკრულებები. რუსებისგან ხან ტკბილეული იყიდეს, ხან სპორტული ინვენტარი და მანქანის ნაწილები; დაუკვეთეს სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოებიც; არ დაუკლიათ არც რუსების სასტუმროებსა და რესტორნებში ვიზიტი.

ვრცლად