“საქართველოს ჰქონდა შანსი გაწევრიანებულიყო ევროკავშირში ორი წლის წინაც კი” – კარპენტერი

“სომხეთში კორიდორის გახსნა საერთაშორისო კომპანიებისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას შექმნის და საქართველო არ იქნება ერთადერთი გადამწყვეტი წერტილი აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობის განსახორციელებლად. თუმცა, ზოგადად საქართველო ჩინეთთან, ირანთან და რუსეთთან დაახლოებით სულ უფრო და უფრო ამცირებს მისი როგორც მოთამაშის როლს, როცა საქმე ეკონომიკურ ინტეგრაციას შეეხება დასავლეთთან. რეალურად ახლა საქართველოს ბნელი დრო უდგას. ქვეყანა ვითარდება ავტორიტარული მიმართულებით, და ნატოზე რომ არაფერი ვთქვათ, ევროკავშირში გაწერიანების პერსპექტივებიც უმნიშვნელოა.
არადა საქართველო ყოველთვის იყოს მოწინავე დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მქონე აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში. მე ვფიქრობ, ჰქონდა რეალური შანსი, გაწევრიანებულიყო ევროკავშირში ორი წლის წინაც კი. მაგრამ შემდეგ “ქვეყნის ძალაუფლების მქონემ” დრამატულად შეცვალა კურსი ავტორიტარიზმისკენ, მიიღო აგენტების კანონი და ბევრი სხვა კანონი, რომელმაც ოფშორი დაუშვა, ან ლეგალური გახადა კორუფცია, გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოება და აირჩია სტრატეგიული შემობრუნება ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან. მოკლედ, ეს არის ქვეყანა, რომლის ასეთად წარმოდგენა 3 წლის წინ შეუძლებელი იყო, რომ არაფერი ვთქვათ 10წლეულზე.
მე გაძლევთ გარანტიას ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გეგმვენ უფრო ღრმა ურთიერთობას სომხეთთან და აზერბაიჯანთან და საქართველო გარიყული იქნება. ფუნდამენტალური ცვლილების გარეშე საქართველოს ორიენტაციაში გეოპოლიტიკურად თუ პოლიტიკურად შეუძლებელი იქნება ამერიკის შეერთებული შტაებისთვის ჰქონდეს ახლო პარტნიორული ურთიერთობა ამ ქვეყანასთან”.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ “როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ” და ევროპა ტრამპთან, პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებში უნდა იყოს წარმოდგენილი