ყოველთვის მკაიფო და მტკიცე ვარ პოზიციებში ამიტომ დაციწყებ სულ თავიდან და ვინც რილსების ან დრამების მოყვარულები ხართ შეგიძლიათ ჩასქროლოთ! რამოდენიმე საკითხს გავაერთიანებ ამ პუნქტში. დღიდან რუსთაველზე გამოჩენისა ბევრი აქტივისტი გავიცანი, ბევრი ამოვიცანი და ბევრთანაც დავმეგობრდი. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ბევრის მოქმედება ჩემთვის მისაღები არ არის, ყოველთვის ვამბობდი რომ მათ თავისი გზა და ხაზი აქვთ ამ ბრძოლაში. საზმაუს მარშზე დღეს არ დაწყებულა აგრესია და კი შესაძლოა ბევრ საკითხში არ ვემთხვეოდე მაგრამ ბევრთან დავმეგობრდი, ყოველ ჯერზე რამდენჯერაც “რუპორში” სიტყვა მითქვამს, გოტა დამერწმუნება წინასწარ მითქვამს რომ სულ სხვა რამის თქმას ვაპირებ ვიდრე თქვენი მოთხოვნებია მეთქი და იმდენჯერ პასუხი მიმიღია სიტყვა შენია და რაც გინდა ის თქვი!!! ასევე ყველა ჯერზე რუსთაველზე ბევრთან მითქვამს, ერთი დღეს რომ არ წამოვიდეს მარში საზმაუდან ეს ჩვენი ყველას მარცხი იქნება, ისევე როგორც ერთი დღე არ გადაიკეტოს რუსთაველი!!! რა მოგვწონს და რა არა სხვა საკითხია მაგრამ რეალობა ასეთია ვისაც როგორ შეუძლია და ვინც როგორ ხედავს ისე იბრძვის და არცერთ მხარეს არ გაქვთ უფლება ვინმეს ჩრდილი მიაყენოთ!!! მეორე ამბავი ისაა რომ ხან პატიმრების ოჯახის წევრები რჩებიან ნაწყენები, ხან ცალკეული მოძრაობები, ხან მიშას მომხრეები… მეტი საფიქრალი არ გაქვთ??? დაე სულ ნუ ახსენებთ ჩემი ძმის სახელს, იქამდე არ გეტკინოთ არაფერი მე მაგაზე გართულება მქონდეს. საქმე გაკეთდეს და ვინ ვის ახსენებს თუ არ ახსენებს სულ არ მადარდებს!!! აქვე განვმარტავ, თემატურად თუ ავიღებთ, ვერ ვიგებ რა შუაშია მიშა იმ ხალხთან ვინც აქციებზე და აქციების გამო დაატყვევეს. ის რომ ბიძინას ბევრი პირადი პატიმარი ყავს ამაზე სადაო არის რამე? თუ ამ სასამართლოს არ ვაღიარებთ, მის განაჩენს მარტო მიშას შემთხვევაში ვემხრობით? ამ რეჟიმის მიერ დატყვევებული ყველა ადამიანი პოლიტპატიმარია პირადი ინტერესის გამო დაიჭირეს, ბიზნეს ინტერესის გამო თუ აქტივიზმის გამო!!! მესამე ის ამბავია რომ მართლა ბევრი ამბავია რომელსაც საჯაროდ არ და ვერ გამოვიტან, მაგრამ ორი უხილავი სიკეთის ავტორი ერთმანეთს რომ საჯაროდ აგინებს, ორივეს რომ ადამიანურად პატივს ვცემ არ მოსულა და რავქნა. (ასეთი ძალიან ბევრია) ძალიან პატარაა საქართველოც, თბილისიც და სანამ ვინმეს აუგად მოიხსენიებთ იქნებ მაინც დაფიქრდეთ… ნუ თუ არ დაფიქრდებით მერე არ გაგიკვირდეთ პრეტენზია მაგალითად ტყვეების მშობლებისგან. და ბოლოს! ამ პროტესტში ჩართული ყველა ადამიანი ჩემთვის მნიშვნელოვანია. მათ შორის ის სუსის ჩვენთვის სასარგრბლო აგენტებიც კი ვისზეც წარმოდგენაც არ გაქვთ მაგრამ აქებთ და ადიდებთ, ესეთ გადამწყვეტ მომენტში კინკლაობა რომ მიდის ვინ ვის ახსენებს, ვინ ვის ჩაქუჩს ჩაარტყამს, ვინ ვისთან წევს, ვინ ვის ვერ იტანს, ვინ ვისთან მეგობრობს… სირცხვილია, ტეხავს და ცოტა თქვენს აქტივიზმშიც შემაქვს ეჭვი ბევრი “უჩინარი” ადამიანია ამ პროცესში ვინც მაგალითად გამუდმებით ლაივ ბლოგებს წერს სასამართლოდან, ისეთ აქტივობებშია ჩართული ხმამაღლა რომ არ ითქმის, ნახავთ ყველგან აქცია იქნება, სასამართლო თუ ნებისმიერი საპროტესტო კერა და ამ ხალხს მაინც ნუ წაართმევთ დროს და ნუ დაუკარგავთ მოტივაციას. ეხლა სანამ მე ეს პოსტი ვწერე და შენ იკითხე, ამ წუთებშიც კი ბევრი მნიშვნელოვანი და საჭირო საქმის კეთება შეგვეძლო მაგრამ მაინც ჯერ კიდე ყველას ვოლზე განგაშია ვიღაცამ მიშა არ ახსენა, ვიღაც არ მომწონს, იმიტომ რომ არ მომწონს და მორჩა…
