“ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან თამაში შეგვიძლია, ჩემი გუნდით ვამაყობ” – “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი

ევროპის სუპერთასის ფინალში პსჟ-სთან მარცხის შემდეგ “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ტომას ფრანკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
დანიელი სპეციალისტის თქმით, მისი გუნდის თამაში ძალიან მოეწონა და ამ მატჩის შემდეგ “დეზებმა” დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ გამარჯვება შეუძლიათ.
“ჩვენ ძალიან კარგი მატჩი გვქონდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, შესაძლოა, საუკეთესო გუნდის წინააღმდეგაც კი. შეხვედრის ტემპს დაახლოებით 80 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით, სანამ ანგარიში 2:1 იყო, შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა. მე ვამაყობ გუნდით, ფეხბურთელებით, კლუბით და გულშემატკივრებით. ჩვენ ვაჩვენეთ მოქნილობა და პრაგმატიზმი პსჟ-ს წინააღმდეგ ასე უნდა გვეთამაშა, მაღალი პრესინგისა და დაბალი ბლოკის კომბინაციით. პირველი ტაიმი თითქმის იდეალური იყო, სტანდარტული სიტუაციებიდან კი სერიოზული საფრთხე შევქმენით… კონკრეტულ ამ შეხვედრაში ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია მსოფლიოს ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში. ამაში ეჭვი არ მეპარება – ეს აშკარად დადებითი სიგნალია”, – განაცხადა ფრანკმა.
ცნობისთვის, “ტოტენჰემი” ევროპის სუპერთასზე მესამედ დამარცხდა, პსჟ-მ კი აღნიშნული ტიტული ისტორიაში პირველად მოიგო.
“ტოტენჰემის” მწვრთნელი: მიზანი ერთია – პსჟ-ს დამარცხება
“ტოტენჰემს” ახალი მწვრთნელი ჰყავს – ლონდონელებმა პოსტეკოღლუს შემცვლელი მალევე იპოვნეს
[VIDEO] პსჟ-მ სუპერთასზე “ტოტენჰემს” თითქმის წაგებული თამაში შემოუტრიალა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ტოტენჰემთან” მატჩში?
ლუის ენრიკე: მეტოქე უკეთ მომზადებული იყო – ჩემი ფეხბურთელებისგან მეტს ველი
“ტოტენჰემმა” პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
“ეს უბრალოდ დროის საკითხია”- გვარდიოლამ “ბრენტფორდის” მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა
“ლესტერი” როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს – “მელიებს” ორი კანდიდატი ჰყავთ
მარესკა ან ფრანკი – “ჩელსი” არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებს