ბათუმში ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის ქუჩებში ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს.
სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მომლოცველები გალობითა და ხატებით მოქალაქეებს ქრისტეს შობას ახარებენ.
პარალელურად ალილოს მონაწილეები საჩუქრებს, ტკბილეულსა და ტანსაცმელს აგროვებენ. ალილოს მონაწილეები ამბობენ, რომ ნობათს უპოვარ ბავშვებს, მოხუცთა თავშესაფარში მყოფებს, ასევე, სოციალურად დაუცველებს გადასცემენ.
ალილოს მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოდან დაიწყო. ალილო ქობულეთშიც მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!