“გამოიყენეთ ეს დრო და დასცხეთ ერთმანეთს, არ დაინდოთ, აბა თქვენ იცით!” – ჯანგირაშვილი

ამასწინათ ნევზოროვის ინტერვიუს ვუსმენდი, რომელიც ში ომის დაწყების შემდეგ დან გაიქცა. ვენედიქტოვთან დაპირისპირებაზე კითხეს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან არ გაიქცა და იქ დარჩა. მათ დაპირისპირებას ბევრი ნიუანსი აქვს და მგონი არ არის საინტერესო, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო რა არის: ზოგადად, რუსეთში რომ დარჩა ადამიანი უკვე საეჭვოაო. ანუ, ისეთი გარემოა უკვე რუსეთში, რომ უბრალოდ იქ ყოფნა უკვე ნიშნავს, რომ რეჟიმთან თანაცხოვრება შეგიძლია და ცუდი ტიპი ხარ.
რუსეთიდან გაქცეულებს და იქ დარჩენილებს შორის ძირითადად ამაზეა დავა: გაქცეულები დარჩენილებს საეჭვო ტიპებად და მოღალატეებად თვლიან, იმიტომ რომ მართლა, რუსეთში უკვე ოდნავ განსხვავებული პოზიციის გამოხატვის გამო გიჭერენ და თუ არ გიჭერენ უკვე საეჭვო ხარ. დარჩენილები გაქცეულებს აცხადებენ უპასუხისმგებლო მოღალატეებად. დაახლოებით იგივე ხდება ბელორუსში. გაქცეულების აზრით დარჩენილები მოღალატეები და კოლაბორანტები არიან. დარჩენილების აზრით გაქცეულები არიან მოღალატეები. ესღა დარჩა დაპირისპირების და გარჩევების ერთადერთ საკითხად ე.წ. პროდემოკრატ და “ლიბერალ“ ბაბლებში.
ჩვენ ცოტა დრო კიდევ დაგვრჩა, სანამ ამ ტიპის დისკუსიებში ჩავიკეტებით და სხვას არაფერს აზრი აღარ ექნება. ამიტომ, მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს დრო და დასცხეთ ერთმანეთს ნებისმიერ თემაზე, არ დაინდოთ, აბა თქვენ იცით!