ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის დაუნინგ სტრიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დახვდა.
გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ლონდონში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკიც იმყოფება.
შეგახსენებთ, გუშინ ევროპელმა ლიდერებმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.
სატელეფონო საუბრის შემდეგ კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ს მყარი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები უნდა ჰქონდეს“.