საგარეჯოში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში 26 წლის კაცი მოკლეს – მძიმე დანაშაულისთვის პოლიციამ 21 წლის ბიჭი უკვე დააკავა.
ირკვევა, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა რომ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, 1999 წელს დაბადებულ ქ.მ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ “როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ” და ევროპა ტრამპთან, პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებში უნდა იყოს წარმოდგენილი