უკრაინაში ომის დასრულებისთვის ბიძგის მისაცემად ტრამპმა პუტინს შესაძლოა ალასკის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა შესთავაზოს – The Telegraph

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ალასკის იშვიათ მიწათა მინერალების ათვისებაზე წვდომა შესთავაზოს, რათა ბიძგი მისცეს უკრაინაში ომის შესაწყვეტად. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ტრამპის და პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში.
The Telegraph-ის წყაროთა თანახმად, ტრამპმა პუტინს შესაძლოა, შესთავაზოს რუსეთის საავიაციო სფეროსთვის დაწესებული სანქციების გაუქმებაც.
როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, პრეზიდენტების შეხვედრის წინ -ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი იკვლევს, რა ეკონომიკური კომპრომისებია შესაძლებელი რუსეთთან, რათა დაჩქარდეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“ისტორიის გაყალბება დაუშვებელია – 1616 წელი ტრაგედიაა და არა “ჩამოსვლა”! – როგორც ფერეიდნელი ქართველი, რომლის წინაპრებიც 1616 წელს შაჰ აბას I-ის მიერ იძულებით გადაასახლეს ირანში, მინდა საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია