თბილისის მერიამ უარი თქვა გათავისუფლებული შშმ პირის შესახებ ომბუდსმენის რეკომენდაციის შესრულებაზე

თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო არ ასრულებს სახალხო დამცველის რეკომენდაციას, რომელიც ყოფილი თანამშრომლის, შშმ პირის, ნანა ბრეგვაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვას შეეხება.
ნანა ბრეგვაძე შშმ პირია, რომელიც 2018 წლიდან 2025 წლის 17 მარტამდე მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრების დეპარტამენტის მომსახურების ოპერატორად მუშაობდა.
რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ უთხრა, რომ შესაბამისი რეკომენდაციებით მერიას გუშინ, 12 აგვიტოს მიმართეს, პასუხად უარი კი დღეს მიიღეს. სახალხო დამცველის აპარატი ნანა ბრეგვაძის განცხადებას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა – მარტში დაწყებული საქმის ადმინისტრაციული წარმოება კი აგვისტოში დასრულდა.
„ჩავთვალეთ, რომ რეორგანიზაციის დროს დასაბუთების ის სტანდარტი, რომელიც პრაქტიკითა და უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით არის დადგენილი, არ იყო დაცული – საჭიროა რეორგანიზაციის ობიექტური კრიტერიუმების ცხადად გაწერა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება… გარდა ამისა, რადგან ჩვენი ბენეფიციარი არის შშმ პირი, მივიჩნიეთ, რომ საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული გონივრული მისადაგება არ იყო დაცული და სათანადო გულისხმიერება არ გამოიჩინა დამსაქმებელმა“, – ამბობს თამარ გვარამაძე.
თბილისის მერიაში რეორგანიზაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც უწყებაში დასაქმებული ადამიანების ნაწილმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომლითაც გმობდნენ ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. რეორგანიზაცია გამოაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ამავდროულად არის „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანი.
რეოგრანიზაცია გამოცხადდა სამინისტროებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში. ჯამში ათობით ადამიანი გაუშვეს სამსახურებიდა. ყველა მათგანი, ვინც ამ საკითხზე საჯაროდ ისაუბრა, გათავისუფლებას უკავშირებენ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებაზე მიერთებას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს