თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე, წუხელ ხანძარი იყო

თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე, წუხელ ხანძარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურმა “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად გაჩნდა.