ქუთაისში ნარკოვაჭრობის ბრალდებით უბნის ინსპექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას იმერეთში ნარკოდანაშაულში ბრალდებული სამი ადამიანის დაკავების შესახებ – მათგან ერთი 56 წლის პოლიციელია, რომელიც მორფინს ჰყიდდა ყველაზე ცოტა ორ სხვა ადამიანზე. დაკავებულების სახლიდან მორფინის გარდა ამოღებულია “ბუპრენორფონიც”.
-ს ინფორმაციით, დაკავებული პოლიციელი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორია. ამ დანაშაულის გახსნაში ჩართული იყო როგორც -ს გენერალური ინსპექცია, ისე გენერალური პროკურატურა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა, რეალიზაციის საქმეზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ასევე 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს – ეს დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?