თორნიკე რიჟვაძე – მაცხოვრის შობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამ დღის ძალა და მადლი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მაცხოვრის შობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.
ინფორმაციის თანახმად, თორნიკე რიჟვაძემ შობის დღესასწაული მიულოცა მრევლს.
„მაცხოვრის შობის დღესასწაული მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამ დღის ძალა და მადლი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს“, – აღნიშნა რიჟვაძემ.
საზეიმო წირვას აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა