მიქაუტაძის “ლიონმა” 22 წლის შემტევი ნახევარმცველი დაიმატა

გიორგი მიქაუტაძის “ლიონმა” გვამცნო, რომ ჩეხური “სპარტადან” 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ადამ კარაბეკი დაიმატა. ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ ფრანგულმა გუნდმა 300 000 ევრო გაიღო, მისი გამოსყიდვა კი 3,5 მილიონ ევროდ შეეძლება, რასაც 800 000 ბონუსებით დაემატება.
აღსანიშნავია, რომ პრაღული გუნდი ახალგაზრდა შუახაზელის შემდეგი გაყიდვიდან თანხის 15%-ს მიიღებს. კარაბეკი გასულ სეზონში “ჰამბურგში” გახლდათ განათხოვრებული, სადაც 33 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მის გარდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ლიონი” “ლივერპულიდან” ტაილერ მორტონით, “ნოტინგემის” მეკარე მატ ტერნეთია და “პლზენის” ნახევარმცველით პაველ შულცითაც გაძლიერდა.
[VIDEO] მიქაუტაძემ ესპანურ გუნდთან მატჩში ანგარიში გახსნა
[VIDEO] გაძევება, სამი პენალტი და მიქაუტაძის გოლი
პლუს ჩეხი ბომბარდირი და “ლივერპულის” ნახევარმცველი – მიქაუტაძის “ლიონში” დიდი ცვლილებებია
[VIDEO] მიქაუტაძის 82 წუთი “ბაიერნთან” – ბურთი ძელს გაარტყა და კიდევ ორი მომენტი შექმნა
გაოფიციალურობა დაიწყო – “ლიონმა” ჩეხი ფეხბურთელის ტრანსფერი გამოაცხადა
მიქაუტაძეს კონკურენტს მიუყვანს – ფონსეკამ “ლიონის” ტრანსფერებზე ისაუბრა