პაატა მანჯგალაძე – ღირებულებები სხვანაირად უნდა დაიცვა, ტრადიციებისა და კულტურის დაცვით – გურამ მაჭარაშვილის კანონი ვერანაირ ღირებულებას ვერ დაიცავს

ივანიშვილი საქართველოს ზიანს იყენებს. ამოცანაა, ამ ზიანის ფასს გადაიხდის მარტო ივანიშვილი და მისი დაჯგუფება, თუ მთელი საქართველო. ჩვენ გვინდა, მარტო ივანიშვილს გადავახდევინოთ ამის ფასი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა, რითაც საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშს გამოეხმაურა.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, „ვინაიდან რეჟიმს არ აქვს ლეგიტიმაცია და არ წარმოადგენს ქართველ ხალხს, სერიოზულ დაბრკოლებად იქცა საქართველოსთვის“.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც ქვეყანას ეყოლება ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება. სხვა შემთხვევაში, ამერიკასთან არანაირი გადატვირთვა არ მოხდება. დღეს, ვინაიდან რეჟიმს არ აქვს ლეგიტიმაცია, არ წარმოადგენს ქართველ ხალხს, სერიოზულ დაბრკოლებად იქცა საქართველოსთვის, საქართველოს მომავლისთვის. შესაძლოა, უვიზო რეჟიმი გაგვიუქმონ არალეგიტიმური რეჟიმის გამო, სხვა სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს ქვეყანა. საკითხი დგას ასე: ზიანს აყენებს ივანიშვილი საქართველოს. ამოცანა არის ამ ზიანის ფასს გადაიხდის მარტო ივანიშვილი და მისი დაჯგუფება, თუ მთელი საქართველო. ჩვენ გვინდა, მარტო ივანიშვილს გადავახდევინოთ ამის ფასი“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
ამასთან, მან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, „გურამ მაჭარაშვილის კანონი ვერანაირ ღირებულებას ვერ დაიცავს“.
„ქართული ოცნება“ თუ დარჩება, დასაქორწინებელი არავინ დარჩება საქართველოში. ვერანაირ ოჯახურ ღირებულებას ვერ დავიცავთ, თუ საქართველოში ქართველი არ დარჩა თქვენი რეჟიმის პირობებში. ღირებულებები სხვანაირად უნდა დაიცვა, ტრადიციების და კულტურის დაცვით. გურამ მაჭარაშვილის კანონი ვერანაირ ღირებულებას ვერ დაიცავს. 1 მილიონი ქართველი გაიქცა საქართველოდან. არალეგიტიმური მთავრობის მიერ მიღებული არცერთ კანონს არ ვაღიარებ“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.