ლევან მახაშვილი – რაც უფრო ახლოვდება მუნიციპალური , ჩვენ უფრო მეტად ვხედავთ და გვესმის მანიპულირება ვიზალიბერალიზაციის საკითხით

რაც უფრო ახლოვდება მუნიციპალური , ჩვენ უფრო მეტად ვხედავთ და გვესმის მანიპულირება ვიზალიბერალიზაციის საკითხით, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
ლევან მახაშვილის თქმით, არაერთი მცდელობა იქნება საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის და მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენის, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტივობა და მათი მხრიდან იმის დაფიქსირება, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ხელისუფლებას.
„საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო მთელი რიგი რეფორმების სრულყოფილად განხორციელების და ევროკავშირის უსაფრთხოების განუხრელად დაცვის გამო. ამ საკითხის ეჭვქვეშ დაყენება, მათ შორის, „ოჯახური ღირებულებების“ კანონის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო არის სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო და ეს არის მოსახლეობის წინაშე ცრუ დილემის დაყენება.
იქნება არაერთი მცდელობა საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის და მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენის. რა თქმა უნდა, თუკი რაიმე ბერკეტი და რესურსი არსებობს, ბრიუსელის ბიუროკრატია ამას გამოიყენებს, მაგრამ სწორედაც ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოსახლეობის აქტივობა და მათი მხრიდან ძალიან მკაფიო ხმა და თქმა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ხელისუფლებას მათ შორის, იმ პოლიტიკას, რასაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ მკაფიო არჩევანი საქართველოს მოსახლეობის ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ყველასთვის, ვინც ცდილობს საქართველოზე თუ მის ხელისუფლებაზე ზეწოლას“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია