ია ფარულავა გოგიაშვილ-შენგელიას სკანდალს გამოეხმაურა: რამე თქვი ამ კონფლიქტთან დაკავშირებითო და ერთს ვიტყვი მაშინ, ორივე ქალი ჩემთვის არის გმირი… აბა, მე ვარ ქალი?

ექვსი დღის წინ, კუ­ლუ­ა­რუ­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი ყო­ფილ მო­დელ ლიკა შენ­გე­ლი­ას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. იმა­ვე დღეს სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა იმ ქა­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხებს ან­გრევ­დნენ, თუმ­ცა ლიკა შენ­გე­ლია არ უხ­სე­ნე­ბია.

ამის შემ­დეგ ცალ­კე სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ლიკა შენ­გე­ლი­ამ, სა­დაც წერ­და, რომ მას ერთ-ერთი ქალი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და და თავ­ში ჩა­ქუ­ჩი ჩა­არ­ტყა. პოსტს თან ახ­ლდა ფო­ტო­მა­სა­ლა, თუმ­ცა არც შენ­გე­ლი­ას უხ­სე­ნე­ბია გო­გი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა დის­კუ­სი­ა­ში ღიად და­ა­სა­ხე­ლეს კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა ჩა­წე­რა და თქვა, რომ ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის უჩივ­ლებ­და ლიკა შენ­გე­ლი­ას.

ამ ამ­ბებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სკანდალს ია ფარულავა ეხმაურება.

“რამე თქვი ამ კონფლიქტთან დაკავშირებითო და ერთს ვიტყვი მაშინ… ორივე ქალი ჩემთვის არის გმირი, იცით რატომ? ერთმა – 4 და მეორემ 5 შვილი აჩუქა სამშობლოს და ამით გააძლიერა საქართველოს დემოგრაფია, რომელიც ძალიან ცუდ დღეშია. აბა, მე ვარ ქალი?“ – აღნიშნა ვიდეომიმართვაში ია ფარულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით