შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია განადგურებულია – მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩანს, რომ სიახლის შემოთავაზება არ შეუძლიათ

ოპოზიცია განადგურებულია – ჩანს მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში, რომ სიახლის შემოთავაზება არ შეუძლიათ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას სიმშვიდე და გააზრებული პოლიტიკა უნდა დაუპირისპიროს.
“მგონი ყველა ხედავს, რომ ოპოზიცია განადგურებულია. ჩანს მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში, რომ სიახლის შემოთავაზება არ შეუძლიათ, ვერ გამოდიან იმ დახურული წრიდან, სადაც წლებია, რაც არიან. “”, “სააკაშვილი” ამ თემებს ვერ სცდებიან. როგორც ჩანს, მომავალი ოპოზიციის მხრიდან შინაარსისგან იქნება დაცლილი, რაც მეორე მხრივ საფრთხეს ქმნის. როდესაც ოპოზიცია სუსტია, კუთხეშია მიმწყვდეული სისუსტის გამო, იმის რისკი, რომ აირჩიონ რადიკალური გზა მაღალია. ამას ვხედავთ ჩვენ ბოლო წელიწადი და ნახევარია. მოლოდინია, რომ ოპოზიცია აგრესიული და რადიკალური იქნება, ექსტრემისტული”,-აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, “ოპოზიციაში იდეებისა და ადამიანური რესურსის კრიზისია.
კითხვაზე, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებული ძალებით “ქართული ოცნების” დამარცხებას, პაპუაშვილი პასუხობს: “საბოლოო ჯამში, გაერთიანებული ძალებით დამარცხდებიან”.