რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულმა კოორდინატორებმა მრევლს შობის დღესასწაული მიულოცეს

საქართველოს ყველა ტაძარში დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობაა -მართლმადიდებელი ქრისტიანები განკაცებული მაცხოვრის დაბადებას ზეიმობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საზეიმო ლიტურგიას დაესწრნენ, სასულიერო პირებსა და მრევლს შობა მიულოცეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულმა კოორდინატორებმა.
ს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) აღავლინა.
საზეიმო მსახურებას დაესწრო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორი აჭარაში, აბესალომ ასლანიძე.
სამცხე-ჯავახეთში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ საშობაო ლიტურგიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, ხორნაბუჯის, ჰერეთის და ნეკრესის ეპარქიის დროებითი მმართველი თეოდორე (ჭუაძე) უძღვებოდა.
საზეიმო მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძე ესწრებოდა. რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი დავით დვალიშვილი უძღვებოდა. ტაძარში იმყოფებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი ქვემო ქართლში, აბაი ფაშაევი და მენეჯერი ლაშა მჭედლიძე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!