Lopota Lake Resort & Spa-მ 2024 წელს 43 მილიონის შემოსავალი მიიღო- რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ კომპლექსს?

43 მილიონიანი ამონაგები და 3.46 მილიონის წლის სრული შემოსავალი – “ლოპოტა სპა რეზორტმა” 2024 წელის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც „ლოპოტას“ და „ლოპოტა დეველოპმენტის“ მაჩვენებლებს აერთიანებს.
სასტუმრო კომპლექსის მფლობელმა კომპანიამ გასულ წელს შემოსავლების 27%-იანი ზრდა შეძლო, წლის სრული შემოსავალი კი, წლიურ ჭრილში დაახლოებით 11-ჯერ არის გაზრდილი.