2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, მისი ამოღების მცდელობისას სამ მათგანს დენმა დაარტყა.
წინა დღით კახა კალაძემ პარკი საზეიმოდ გახსნა.
ამ საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებული იყო თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 3 წელი მიუსაჯა სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით.
მერიის ყოფილ თანამშრომელს 3-წლიანი საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით წელიწადსა და 3 თვეში შეეცვალა.
სასამართლომ ამ საქმეზე მერიის კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიების კიდევ 7 თანამშრომელს მიუსაჯა პატიმრობა.
„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის წინასაარჩევნო რეკლამაშიც იყენებს უკრაინის ომის კადრებს, ვიდეოში ნაჩვენებია რუსული არმიის მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურა; გვერდით კი მაყურებელი ხედავს საქართველოს კადრებს – გარემონტებული ფასადებით, პარკებითა და გზებით.
